logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე ბიძინა ივანიშვილის და “კრედიტ სუისის” დავაზე: თუკი საიდანმე იკითხება ყველაზე ცხადად პოლიტიკური შანტაჟი, ეს სწორედ დროის შეგნებულად გაჭიანურებაა, სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წავიდეს ბანკის მენეჯმენტი ასეთ უხეშ, საბანკო ეთიკას
- +

18 ივლისი. 2023. 19:42

 

"დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან გავიგეთ, რომ კრედიტ სუისთან მიმდინარე დავის გარშემო სასამართლოებში ყველაფერი კარგად მიდის. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელიც სასამართლო დავას უკავშირდება, დროის გაჭიანურებაა", - წერს ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს ბანკის მიერ მსგავსი საქმის მეორე ინსტანციაში გასაჩივრების პრეცედენტი. “კრედიტ სუისმა” კი, თანხის დაბრუნების გადასავადებლად და პოლიტიკური შანტაჟისთვის მეტი დროის დასატოვებლად, ბიძინა ივანიშვილის საქმე ლონდონის სასამართლოში გაასაჩივრა, რაც, ცუცქირიძის განმარტებით, საბანკო ეთიკასთან სრულიად შეუთავსებელი საქციელია და ბანკის რეპუტაციას ანადგურებს.


დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან გავიგეთ, რომ კრედიტ სუისთან მიმდინარე დავის გარშემო სასამართლოებში ყველაფერი კარგად მიდის. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელიც სასამართლო დავას უკავშირდება, დროის გაჭიანურებაა.

დროის გაჭიანურება შეიძლება ერთადერთი პრობლემაა, მაგრამ, თავისი არსით, ეს პრობლემა არსებითია. უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც სასამართლოებში დავა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესების მოგების მიუხედავად, პრობლემის გადაწყვეტა მაინც ვერ ხერხდება და ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხებზე წვდომა კვლავაც არ აღუდგა.

საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაში ვერ ნახავთ იმის ვერცერთ პრეცედენტს, რომ მსგავს საქმეზე ბანკი მეორე ინსტანციაში მიდიოდეს. ამგვარი პრეცედენტი არც კრედიტ სუისის დავების პრაქტიკაში არსებობს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომელიმე ქართულმა ბანკმა თქვენი ანგარიშიდან თანხები რომ მოიპაროს და მოპარული თანხის დასაბრუნებლად სამი სასამართლო ინსტანცია რომ მოგატაროთ. ასეთ რამეს ბანკი თუნდაც იმის გამო არ გააკეთებს, რომ კლიენტების თვალში საკუთარი რეპუტაციის ბოლომდე განადგურებას მოერიდება.

თუმცა, ჩანს, რომ კრედიტ სუისის მენეჯმენტი საკუთარი ბანკის რეპუტაციას არათუ არ უფრთხილდება, არამედ მას სრულიად შეგნებულად ანადგურებს. სწორედ ამიტომ გვაქვს საქმე უპრეცედენტო და უნიკალურ შემთხვევასთან, რომ მსგავსი ტიპის საქმეზე ბანკი არათუ მეორე, ახლა უკვე მესამე ინსტანციაშიც კი ჩივის და დროს თავხედურად აჭიანურებს. ბანკმა ბოლოს საქმე კასაციის წესით ლონდონის სასამართლოში გაასაჩივრა, რომ თანხის დაბრუნება კიდევ ორი წლით გადაავადოს და პოლიტიკური შანტაჟისთვის მეტი დრო დატოვოს.

სინამდვილეში, თუკი საიდანმე იკითხება ყველაზე ცხადად პოლიტიკური შანტაჟი, ეს სწორედ დროის შეგნებულად გაჭიანურებაა. სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წავიდეს ბანკის მენეჯმენტი ასეთ უხეშ, საბანკო ეთიკასთან სრულიად შეუთავსებელ ქმედებებზე და როგორ შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა კლიენტისთვის თანხის არდასაბრუნებლად და საკუთარი ბანკის რეპუტაციის საბოლოოდ ჩამოსაშლელად.” - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner