logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: ბრიუსელში შეხვედრები შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ, სად ვდგავართ რეკომენდაციების შესრულების კუთხით
- +

18 ივლისი. 2023. 21:25

"ბრიუსელში შეხვედრები შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ, სად ვდგავართ რეკომენდაციების შესრულების კუთხით და შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ," - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მნიშვნელოვანია, რომ საზაფხულო შესვენების წინ მაღალ დონეზე კომუნიკაცია გვქონოდა ევროკომისარ ვარჰეისთან, რომელიც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი გახლავთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა გაიმართება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან. შეხვედრები, ერთი მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ, გავიაროთ, სად ვდგავართ, მეორე მხრივ, დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები შემდეგი კვირების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები გაიმართება მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ევროპულ საბჭოს ზეპირი მოხსენება წარუდგინა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს პოზიციების თანხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით სრულმასშტაბიან, ვრცელ ანგარიშს წარადგენს. უკვე წლის ბოლოს ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ და გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა“, აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner