აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელიც დღეს ვირტუალურ რეჟიმში შეიკრიბა, განიხილა უკრაინის საბრძოლო მასალის გადაუდებელი საჭიროება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ გეგმები [საბრძოლო მასალის] წარმოების გაზრდის შესახებ როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ დონეზე მეტი საბრძოლო მასალის წარმოების შესახებ ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
მანამდე CNN-მა სტატიაში სათაურით აშშ და ნატო უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის დეფიციტის დაძლევას ცდილობენ დაწერა, რომ აშშ და ევროპა როგორც შეუძლიათ ცდილობენ მიაწოდონ უკრაინას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რომელიც მას დასჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი კონტრშეტევისთვის,ხოლო დასავლელი ოფიციალური პირები ჩქარობენ გააძლიერონ წარმოება, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტი ბრძოლის ველზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს კიევის წინსვლა.