logo_geo
eng_logo
გენერალი მარკ მილი: უკრაინის კონტრშეტევა შორს არის წარუმატებლობისგან, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო
- +

19 ივლისი. 2023. 00:48

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა შორს არის წარუმატებლობისგან, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

[კონტრშეტევა] დაიწყო დაახლოებით ხუთი ან ექვსი კვირის წინ. [...] გარკვეული წინსვლის პროგნოზი კეთდებოდა და ეს შენელდა. რატომ? რადგან ეს არის განსხვავება ქაღალდზე ომსა და რეალურ ომს შორის. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც დანაღმულ ველებზე მუშაობენ და კვდებიან. შესაბამისად, ადგილი აქვს ქვედანაყოფების მოძრაობის შენელებას“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.

კონტრშეტევა შორს არის წარუმატებლობისგან. ვფიქრობ, რომ ჯერ ნაადრევია ასეთი დასკვნის გაკეთება. ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა. მე არ ვიტყვი, რა მოხდება მომავალში, რადგან უკრაინის გადასაწყვეტია, სად და როდის გამოიყენებენ რეზერვს და ა.შ. ახლა ისინი ინარჩუნებენ საბრძოლო ძალას და ნელა, მიზანმიმართულად და სტაბილურად მუშაობენ დანაღმულ ველებზე“, - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner