logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში: თუკი თურქეთის მთავრობის კურსი მკვეთრად არ შეიცვლება, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღევანდელ ვითარებაში ვერ განახლდება
- +

18 ივლისი. 2023. 22:29

თუკი თურქეთის მთავრობის კურსი მკვეთრად არ შეიცვლება, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღევანდელ ვითარებაში ვერ განახლდება, - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში თურქეთის მთავრობას, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გამოვიდნენ არსებული ჩიხიდან და გადავიდნენ უფრო მჭიდრო პარტნიორობაზე.

ანგარიშში ევროპარლამენტარები ადასტურებენ, რომ თურქეთი რჩება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატად, ნატოს მოკავშირედ და მთავარ პარტნიორად უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისა და მიგრაციის საკითხებში და ხაზს უსვამენ, რომ თურქეთმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და დაიცვას ევროკავშირის კანონები, პრინციპები და ვალდებულებები.

ანგარიში მოუწოდებს თურქეთს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოახდინოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი არანაირად არ შეიძლება იყოს დაკავშირებული მეორე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner