logo_geo
eng_logo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ბაიდენის ადმინისტრაცია მთავრობას იარაღად იყენებს მთავარი ოპონენტის დევნისთვის
- +

19 ივლისი. 2023. 01:39

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკარტი კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მთავრობას იარაღად იყენებს მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ეს მოსალოდნელი იყო. გამოკითხვებში პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა და რეალურად აჯობა პრეზიდენტ ბაიდენს. და რას აკეთებენ ახლა? მთავრობას იარაღად იყენებენ მთავარი ოპონენტის დევნისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე ბრალს წაუყენებენ.

2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner