logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება, რბილად რომ ვთქვათ დაუსაბუთებელი და უსამართლოა
- +

18 ივლისი. 2023. 22:58

თუ ამ ყველაფერს სამართლებრივი კრიტერიუმით შევხედავთ, ცალსახაა, რომ საქართველოსთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება [ბელგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება] რბილად რომ ვთქვათ არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ძალიან ამაზრზენია, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ცალკეული კოლეგები ამას ასე აღტყინებით და ფაქტების კონსტატირების დამახინჯებით აწვდიან საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა“, - აღნიშნავს ღუდუშაური.

 

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner