logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი დავით არახამიაზე: გაღიზიანებულები არიან იმით, რომ სააკაშვილის მისია საქართველოში ჩავარდა, და ახლა უნდათ, რომ რამენაირად დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი პატიმრობიდან
- +

19 ივლისი. 2023. 10:04

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით არახამიას განცხადებების მიზანს საქართველოს დაზიანება და კანონიერი პატიმრობიდან სააკაშვილის დახსნა წარმოადგენს.

 

ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩვეულებრივი გაგრძელება. გაღიზიანებულები არიან იმით, რომ სააკაშვილის მისია საქართველოში ჩავარდა, და ახლა უნდათ, რომ საქართველოს მაქსიმალური დაზიანების ხარჯზე, რასაც სააკაშვილი მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში აკეთებს, რამენაირად დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი პატიმრობიდან“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

 

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner