logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: საქართველო სუვერენული ქვეყანაა, სადაც ისე იქნება საქმე, როგორც ქართველ ხალხს უნდა და არა როგორც ვიღაც ვიგინდარებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ
- +

19 ივლისი. 2023. 10:10

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით არახამიას ბოლო განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რაც უფრო ხშირად იქნება არახამიას და სხვების მხრიდან ამგვარი განცხადებები, საქართველოში მით უფრო ნათლად გამოჩნდება ადამიანებისთვის ის, რომ ამას მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური და ვიწრო პარტიული მიზნები აქვს.

 

უნდათ კოალიცია შექმნან გაუგებარ ადამიანებთან, უნდათ ბლოკი შექმნან, უნდათ ერთმანეთში აიზილონ კარგად, რა შედეგსაც ნახავენ და მიიღებენ, ამას გაიგებენ, რადგან საქართველოს ბედი წყდება საქართველოში. ეს არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავის თავს და თავის ისტორიას, მათ შორის, უახლეს ისტორიას, პატივს სცემს და აქ ისე იქნება საქმე, როგორც ეს ქართველ ხალხს უნდა, როგორც საქართველოს ამომრჩეველს უნდა და არა როგორც ვიღაც ვიგინდარებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner