logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი პოლონელ ექიმებზე: უნდა გაეტანათ არაოფიციალურად ნიმუში, შემდეგ მასზე მანიპულირება მოეხდინათ და ახალი პროპაგანდისტული შეტევა დაეწყოთ, რომ სააკაშვილი მოწამლულია
- +

19 ივლისი. 2023. 10:22

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლონელმა ექიმებმა დაინახეს, რომ, რა თქმა უნდა, არაფერი ისეთი არ არის, რაზეც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საუბრობენ, და რომ მისი ჯანმრთელობა მხოლოდ მის ხელშია.

 

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთმა ექიმმა იკისრა ეს პროვოკაციული ნაბიჯი - უნდა გაეტანათ არაოფიციალურად ეს ნიმუში, შემდეგ მასზე მანიპულირება მოეხდინათ და ახალი პროპაგანდისტული შეტევა დაეწყოთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. მეგობრების მეშვეობით, რომ სააკაშვილი მოწამლულია“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner