logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: თუ ვაჟკაცია ბატონი ვაშაძე ან ბატონი მანჯგალაძე, მიიღონ მონაწილეობა დამოუკიდებლად არჩევნებში და მიხვდებიან, რომ მოსახლეობის 1%-იანი ნდობაც არ აქვთ
- +

19 ივლისი. 2023. 10:31

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, მიეკედლონ ვინმეს და ვიღაცის ხარჯზე გადალახონ საარჩევნო ბარიერი.

 

ყველას თავისი მოტივაცია აქვს: თუ ვაჟკაცია ბატონი ვაშაძე ან ბატონი მანჯგალაძე, მიიღონ მონაწილეობა დამოუკიდებლად არჩევნებში და მიხვდებიან, რომ მოსახლეობის 1%-იანი ნდობაც არ აქვთ და ისინი უბრალოდ კარგავენ დაუმსახურებელ ადგილს პოლიტიკაში. ამიტომ მათი ამოცანაა, მიეკედლონ ვინმეს და ვიღაცის მხარზე შემომჯდრები გავიდნენ სამშვიდობოს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ დიალოგის რეჟიმში რჩებიან და „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს მიაწვდიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner