იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია პატიმრების ინტერესებზეა მორგებული.
„პენიტენციურ დაწესებულებებში შემუშავებულია სპორტის მართვის სტრატეგია. სპორტის სხვადასხვა სახეობაში გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები და პატიმრებს აქვთ საშუალება, იზრუნონ ფიზიკურ სიჯანსაღეზე. ჩატარდა უკვე რამდენიმე ფესტივალი სპორტის 7 სახეობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პატიმრებმა. ეს ყველაფერი პატიმრებს ეხმარება დროის ეფექტურად გამოყენებაში, თავისუფლების ფასისა და ჩადენილი დანაშაულის გააზრებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.