logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: წარმატებული რესოციალიზაციის რეალური გასაღები არის განათლება - ,,ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით მსჯავრდებულს შეუძლია ისწავლოს და მიიღოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
- +

19 ივლისი. 2023. 11:18

 

 

რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმართა რესოციალიზაციისთვის ერთ- ერთი წარმატებული პროექტია „ციფრული უნივერსიტეტი“.

 

„წარმატებული რესოციალიზაციის რეალური გასაღები არის განათლება. ჩვენ დისტანციური სწავლების მეთოდი დავნერგეთ პენიტენციურ დაწესებულებებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ეს არის საპილოტე პროექტი სახელწოდებით „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის მეშვეობითაც დღეს მსჯავრდებულებს აქვთ საშუალება, ისწავლონ საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე და მიიღონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი განათლებული ადამიანი დაუბრუნდება საპატიმრო დაწესებულებიდან შემდგომ თავის ოჯახებს და საზოგადოებას. შესაბამისად, პირმა უკვე იცის, რომ, როდესაც ის დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მას ექნება დიპლომი და შეძლებს დასაქმებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner