logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობის, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა და თვითონ სააკაშვილი მიმართავს
- +

19 ივლისი. 2023. 13:44

 

 

ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

საბედნიეროდ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის „ფარა“, რადგან არაფერი რჩება ჩრდილში, მიუხედავად ცალკეული ადამიანების დიდი „მეცადინეობისა", რომლებსაც სურთ ყალბი აღქმები შექმნან, საზოგადოება, შეცდომაში შეიყვანონ. საბედნიეროდ „ფარათი“ და მსგავსი ინსტრუმენტებით დაცულია ხოლმე საზოგადოება შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციული კამპანიებისგან. რაც შეეხება კონკრეტულად ამ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ეს არ არის პირველი, მაგრამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, მეგობარ სახელმწიფოებში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები. ეს ძალიან დასანანია და ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ პრიორიტეტი ამ ხალხისთვის არის არა ქვეყნის ინტერესი, არამედ საკუთარი ძალიან ვიწრო მერკანტილური ინტერესები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner