logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით აქტივობა იზრდება - ამის შესახებ მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა
- +

19 ივლისი. 2023. 14:26

 

 

მნიშვნელოვანია, რომ ვზრდით აქტივობას კულტურის და ტურიზმის მიმართულებითაც: კერძოდ, ოზურგეთის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქალაქ ოზურგეთში ჭადრების პარკში, ყოველ კვირაში ერთი დღე დაეთმობა „ზაფხულის საღამოებს“ და სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლების მიერ შესრულდება კომპოზიციები.  ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას და სასიამოვნო დრო გაატარონ ოჯახებთან ერთად,“- აღნიშნავს თალაკვაძე.

 

ოზურგეთის მერმა ჩაის ფესტივალზეც ისაუბრა, რომელიც 29 ივლისს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ჩავატარდება.

 

კიდევ ერთი პოზიტიური სიახლეა, რომ 29 ივლისს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ჩავატარებთ რიგით მეოთხე „ქართული ჩაის ფესტივალს - ჩაის გზა“. ფესტივალზე მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი და სხვადასხვა სახის პროდუქცია, გაიმართება ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩაის დაყენების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ფოტოგამოფენა. გეპატიჟებით ყველას!,“- განაცხდა მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner