ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მშვიდობაურისა და გურიანთის ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით პროექტების მომზადება დასრულდა - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა
-
+
19 ივლისი. 2023. 14:31
მან ასევე ისაუბრა ქალაქ ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ბჟუჟზე საყრდენი კედლის რეაბილიტაციის პროექტზეც, რომელიც განახლდა.
როგორც მერმა აღნიშნა ტენდერი უკვე დასრულებულია და სამუშაოები იწყება, რისთვისაც 340 345 ლარი დაიხარჯება.