logo_geo
eng_logo
არსებობს ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ აიღო ბესელიამ ქრთამი ზაზა ოქუაშვილისგან. ასევე, როგორ აძლევდა თავად ბესელია ქრთამს მზია თოდუას - სამართლიანობა როგორც ხუხაშვილთან, ისე ბესელიასთან მიმართებით ერთ დღეს აუცილებლად აღდგება
- +

19 ივლისი. 2023. 14:55

 

 

გია ხუხაშვილი, იგივე ბატონი პიტალო, როგორც მას „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე უწოდებს, არ ეშვება ექსპერტობას და ბრძნული აზრების ფრქვევას პოლიტიკურ თემებზე.

 

რადგან მიზეზს მიზეზზე გვაძლევს,  ხუხაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ ცოდვას  შეგახსენებთ, რომელიც ქართულ ოცნებაში მისი ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

 

ეკა ბესელია იყო ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, ვინც ქართულ ოცნებაში ხუხაშვილის რეკომენდაციით მოხვდა და სიბინძურით მასაც კი გადაუსწრო. მაშინ ოცნების გუნდი სრულიად გამოუცდელი იყო. როგორც ამაზე ფართოდ საუბრობდნენ და ინფორმაციას არაერთი წყარო ადასტურებდა, ბესელიამ პატიმრების განთავისუფლებაში დიდი ფული გააკეთა. სხვადასხვა წყარო დღემდე ადასტურებს, რომ ბესელიამ ფოთშიც გაშალა ფრთები და სერიოზულ კორუფციულ სქემებს ალაგებდა, ვიდრე ფაქტები არ დაუდეს და მკაცრი გაფრთხილება არ მისცეს.

 

ზურაბ ქადაგიძეს კიდევ ერთხელ დავესესხებით და გეტყვით, რომ ბატონ პიტალოს ბესელიას ოცნებაში მიყვანაც ნაციონალებისგან ექნებოდა დავალებული. გენდერული თანასწორობა ყველაფერშია საჭირო და ხუხაშვილი და ბესელია ოცნებაში ჩანერგილ ნაცაგენტურას კარგად აბალანსებდნენ.

 

აქვე, ეკა ბესელიასაც შევახსენებთ,  რომ სამართალი ურმით დადის. შესაბამისად, როგორც ხუხაშვილის დაფერთხვის დრო ერთ დღესაც აუცილებლად დადგება, ისე დადგება ერთ მშვენიერ დღეს ბესელიას დროც.

 

როგორც ჩანს, ბესელიამ კარგად არ იცის ის, რაც ჩვენთვის არის ცნობილი: არსებობს ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ აიღო ბესელიამ ქრთამი ზაზა ოქუაშვილისგან. ასევე, არსებობს ჩანაწერები იმაზე, თუ როგორ აძლევდა თავად ბესელია ქრთამს მზია თოდუას, როდესაც ეს უკანასკნელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და როგორ გადააწევინა საქართველოს ბანკს მისთვის სესხის დაფარვა განუსაზღვრელი ვადით.

 

ცინიზმია, რომ ბესელიამ შექმნა პარტია, რომელსაც „სამართლიანობა“ დაარქვა. სამართლიანობა როგორც ხუხაშვილთან, ისე ბესელიასთან მიმართებით ერთ დღეს აუცილებლად აღდგება და ხუხაშვილის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ორივე სამართლიანად დაიფერთხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner