logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ელენე ხოშტარიაზე: ერთერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებადაა წასული, რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, სხვა მიმართულებიდან მისდის, ამ შემთხვევაში უფრო დოლარებთან გვექნება საქმე
- +

19 ივლისი. 2023. 15:19

 

 

ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ნიჭიერება მინდა ვაღიარო, იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ  დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

შეკითხვაზე, რა მიზნით ჩავიდნენ დავით კეზერაშვილთან  ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა და ხომ არ ფიქრობს, რომ ელენე ხოშტარია ვაშაძის მსგავსად შეუერთდება ნაცმოძრაობას? მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ  ელენე ხოშტარია ერთერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებადაა წასული, თუმცა, რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, ამ შემთხვევაში დოლარებთან გვექნება საქმე.

 

ქალბატონი ელენეს ნიჭიერება მინდა ვაღიარო. იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ  დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება. ერთერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებად ახლაა წასული. რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, რუბლები სხვა მიმართულებიდან მისდის მას,  ამ შემთხვევაში უფრო დოლარებთან გვექნება საქმე როგორც ვიცი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner