logo_geo
eng_logo
ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ონიშენკოს განცხადებას უხარისხო ქართული ღვინის შესახებ ოფიციალური განცხადებით პასუხობს
- +

19 ივლისი. 2023. 15:30

 

 

ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის გენადი ონიშენკოს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებას  უხარისხო ქართული ღვინის შესახებ, ოფიციალური განცხადებით პასუხობს.

 

რამდენიმე დღის წინ ონიშენკომ ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში რომელიც www.kp.ru/daily  გამოქვეყნდა   რუსეთის ფედერაციაში უხარისხო ქართული ღვინოების სავარაუდო იმპორტის შესახებ ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა,  ყურადღებით შეამოწმონ საქართველოდან ჩამოსული ღვინოების ხარისხი.

 

ქართული დიასპორის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთსა და საქართველოს შორის  ეკონომიკურ თანამშრომლობას.

 

,,როგორც ჩანს, ბაზრის ზოგიერთ უმსხვილეს მოთამაშეს არ მოეწონა რუსეთის ფედერაციაში ღვინოების იმპორტის ბაზარზე ლიდერის შეცვლა და ბატონი ონიშენკოს განცხადებაც ამის შედეგია’’ - ნათქვამია განცხადებაში.

 

დავით ცეცხლაძის თქმით, 2023 წლის პირველ ხუთ თვეში ქართველმა მეღვინეებმა გადაასწრეს იტალიელებს და რუსეთში  ღვინოების ექსპორტიორებს შორის პირველ ადგილზე გავიდნენ.

 

,,2023 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მიწოდების მთლიანმა მოცულობამ 24,15 მილიონი ლიტრი შეადგინა. მთლიანობაში საქართველოდან რუსეთში ღვინოების იმპორტი წინა წელთან შედარებით 63%-ით გაიზარდა.

 

ქართული მეღვინეობის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. ჩვენი მწარმოებლები დიდ ძალისხმევას ახმარენ, რათა რუს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და ფასის მხრივ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შესათავაზონ. როგორც ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, მათი ეს ძალისხმევა, რუსეთის ბაზრის მოთხოვნასთან შესაბამისობაშია.

 

ბოლო წლების განმავლობაში რუსული ბაზარი ღვინის იმპორტიორებისთვის მაქსიმალურად ღია, პატიოსანი და კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და გასაგები გახდა ყველა მოთამაშისთვის. ჩვენ დღეს უკიდურესად მიუღებლად მივიჩნევთ რაიმე „გარეგავლენის“ დაშვებას მანიპულირებისა და ბაზრის ცალკეული მონაწილეებისთვის პრეფერენციების შექმნისთვის,’’- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner