logo_geo
eng_logo
ჩიხელიძე არახამიას განცხადებაზე: მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, დრო მოვიდა, ქართულმა მხარემ უკრაინისთვის, თავზე ხელის გადასმა შეწყვიტოს
- +

19 ივლისი. 2023. 16:21

 

 

დავით არახამიას განცხადებით, ის აპირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართოს, რათა დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. აღნიშნული უკრაინელთა მხრიდან, მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუარესებას ემსახურება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, არახამიას განცხადება, უკრაინას, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების რიგში აყენებს.

 

ყველამ იცის და ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველოში სააკაშვილის მოკვლის მცდელობა და სურვილი არ არსებობს. თუ უკრაინულ მხარეს რაიმეს გამოძიების თვითმიზანი აქვს, უკრაინაში ტვირთების გადაზიდვის საქმე გამოიძიოს, სადაც სააკაშვილის და მისი გარემოცვის კორუფციული გარიგებების იკვეთება, ან სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას მისცენ სამართლებრივი შეფასება. მართალი იყო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ზელენსკის უმადური უწოდა, უკრაინელები საქართველოს მთავრობის მიმართ, უმადურობას იჩენენ. დრო მოვიდა, ქართულმა მხარემ უკრაინისთვის, თავზე ხელის გადასმა შეწყვიტოს და მათ გაუგონარ ქმედებებს, საკადრისი რადიკალური პასუხი გასცეს!“ - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner