logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი-ალასანიების კლანი, არა მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს სანქცირებისთვის იბრძვის
- +

19 ივლისი. 2023. 16:22

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სააკაშვილის ოჯახი კიდევ ერთხელ ამხილა, უფრო მეტიც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ჩანს, რომ შესაძლებელია ევროპარლამენტის რეზოლუციის ყიდვა, რაც ევროპარლამენტის, როგორც ინსტიტუციისთვის მძიმე რეპუტაციული დარტყმაა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სააკაშვილი-ალასანიების კლანი, არა მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს სანქცირებისთვის იბრძვის.

 

გამოქვეყნებული მასალების პუნქტობრივ ჩამოთვლამდე გეტყვით, რომ სააკაშვილი-ალასანიების კლანი, არა მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს სანქცირებისთვის იბრძვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს სანქცირებისთვის ფულს იხდის, აღნიშნული წარმოუდგენელი სახის ქმედებაა, რომელსაც ახსნა არ აქვს, მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს გამოვიდნენ და საზოგადოებას უპასუხონ, რატომ ებრძვიან ქვეყანას, ეს არ არის სტანდარტული იურიდიული ხელშეკრულობა, როდესაც ერთი მხარე იურიდიულ მომსახურებას იღებს, მეორე კი მას აწვდის, როგორც ეს გიული ალასანიამ თქვა.

 

არამედ ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მტრული ქმედება, რომელიც ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავლის შეცვლა შეუძლია და იმიჯის დაზიანება შეუძლია. რაც შეეხება სააკაშვილის პარტიას, ნაციონალურმა მოძრაობამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, იბრძვის ქვეყნის წინააღმდეგ და იზიარებენ სააკაშვილის ბრძოლის მეთოდებს (მათ შორის ქვეყნის სანქცირებას) თუ გმობს სააკაშვილის ქმედებას. დუმილი ნიშნავს, რომ მათთვის ქვეყანა პირველადი მოცემულობა არ არის!

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, მთელი რიგი აქტივობების შესახებ ხდება ცნობილი, მათ შორის:

 

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანტებთან

 

ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება

 

საკონფერენციო ზარი „როიტერთან“ ლობირებისა და დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით

 

მასიმო დ’ანჯელოს ინტერვიუ CNN-თან

 

კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად

 

სააკაშვილის სიტუაციის შესახებ სტატიის მომზადება

 

კომუნიკაცია ქართული პოლიციის მიერ სააკაშვილის წამების ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის გავრცელებისთვის

 

კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანის, ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით

 

მუშაობის გაგრძელება მაგნიტსკის სიისთვის ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით და მასალების გეგმური გავრცელება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არჩეულ ჩინოვნიკებთან, მათ შორის სენატორ ჯეიმს რიშთან

 

ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში

 

მუშაობის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საქართველოში სასამართლოებში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის მუშაობა ამ პროცესების სამართლებრივ დოკუმენტებზე და მასთან დაკავშირებულ მედიაგაშუქებაზე

 

კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან და მცდელობა, დაერწმუნებინათ ენტონი ბლინკენი და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკ’კოლი გაეტარებინათ სანქციები საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ და ა.შ.“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner