logo_geo
eng_logo
გაიცანით - ქველმოქმედი უშანგი ყურაშვილი
- +

19 ივლისი. 2023. 15:45

 

 

უშანგი ყურაშვილი - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მკვიდრი - ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანებს შორის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.

 

ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც შრომობს თავდაუზოგავად და მოქმედებს სხვების სასარგებლოდ არაფრის მოლოდინის გარეშე.

 

დიახ ასეთი გახლავთ უშანგი ყურაშვილი, რომელიც აქტიური სპორტული ცხოვრების შემდეგ აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა და ზრუნავს ქართული ჭიდაობის ხელშეწყობასა და განვითარებაზე.

 

მეცენატის უახლესი ქველმოქმედება 18 ივლისს, სოფელ ხოვლეში ახლად ჩამოყალიბებული ძიუდოს ჯგუფის (მწვრთნელი ბექა მიქუტიშვილი) ბავშვებისთვის გადაცემული კიმანოები, სამბოს ჩოხები და სავარჯიშო სპორტული ინვენტარია.

 

უშანგი ყურაშვილი პატარა მოჭიდავეებს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან, ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამაზ ხუციშვილთან, საკრებულოს  დეპუტატებთან გიორგი მჭედლიშვილთან,  სოსო მამულაშვილთან და ალექსანდრე ბიძინაშვილთან ერთად ვარჯიშის დროს სტუმრობდა.

 

უშანგი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი ყოველთვის მიიღწევა სრულყოფილი ვარჯიშით, პასუხისმგებლობით და პატარა მოჭიდავეებს ამის გათვალისწინება სთხოვა. თავის მხრივ კი სამომავლოდ მეტ ხელშეწყობას დაპირდა.

 

დღევანდელი დღე არის არა მარტო ქველმოქმედება, არამედ მოტივაციაა რომელიც აუცილებელია ბავშვების მომავლისთვის. მადლობა ამისთვის უანგარო მეცენატს უშანგი ყურაშვილს და სკოლის დირექტორს ქალბატონ ლიანა ჯალალს სპორტული დარბაზით უსასყიდლოდ სარგებლობისთვის -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner