logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია
- +

10 მარტი. 2016. 23:01



ამერიკაში, ქალაქ ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.



ხინჩეგაშვილმა ჯამში 5 შეხვედრა მოიგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი ირანის წარმომადგენელი ჰასან რაჰიმი დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წამებზე 5:4 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალთან ერთად, ხინჩეგაშვილმა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აიღო.


მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორები გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) გახდნენ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ლაშა გობაძე (80 კგ).


ჯამში, საქართველოს დელეგაციამ მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშების 4 ლიცენზია (ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე) მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს 2007 წელს გვყავდა, როდესაც ოქროს მედლები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ნოზაძემ და დავით ბედინაძემ მოიპოვეს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კი მსოფლიოს ჩემპიონი 2005 წლის შემდეგ აღარ გვყოლია, როდესაც საუკეთესოს ტიტული რევაზ მინდორაშვილმა მოიპოვა. რევაზ მინდორაშვილი დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

 

 

 

 

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner