logo_geo
eng_logo
მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

19 ივლისი. 2023. 17:17

 

 

ვერაზე,  გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე VI კორპუსის მიმდებარედ  არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

სკვერი ახლებურად დაგეგმარდა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა სრულად შეიცვალა.

 

მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები და ტერიტორია შემოისაზღვრა  ლითონის მოაჯირებით. ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი - საპარკო სკამები, ურნები  და განათების ქსელი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.

 

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე  გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

 

ჩვენთვის კეთილმოწყობილი სკვერებისა თუ მწვანე სივრცეების მოწყობა პრიორიტეტულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა უბანში განვახორციელოთ მსგავსი პროექტი. თუმცა, საკმაოდ ხშირია ვანდალური ფაქტები და გვიწევს ერთი და იმავე სკვერების რამდენჯერმე რეაბილიტაცია. ამის ნათელი მაგალითია ეს სკვერი, რომელსაც რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩავუტარეთ. წელს კი, ახლებურად დავაგეგმარეთ და სრულად შეიცალა თითოეული დეტალი.

 

ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან მოსწონთ ახალი სკვერი. ჩვენი თხოვნაა, რომ მოუფრთხილდნენ და მაქსიმალურად შეინარჩუნონ არსებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც 300 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner