logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სააკაშვილი პრეზიდენტობის დროსაც და შემდეგაც, მუშაობს ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ამაში ფულის გადახდასაც არ ერიდება
- +

19 ივლისი. 2023. 17:22

 

 

“გავიგეთ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თურმე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, მის ხალხს, მის მთავრობას აკრიტიკებს, ყოფილა დაკვეთილი და ამაში ფული ყოფილა გადახდილი”, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყების მიერ გამოქვეყნდა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ყველას უკვე კარგად გვახსოვს და ვიცით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს კანონი, ლობისტური საქმიანობისა და სხვადასხვა ფინანსური დონაციების გამჭვირვალობის შესახებ. სწორედ, ასეთი კანონის მიღება გვინდოდა ჩვენ, რომელიც მოინათლა „რუსულ კანონად“ და ვერ იქნა სამწუხაროდ მიღებული. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ხელიდან გაშვებული უზარმაზარი შანსი. რომ არ ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი კანონი, ჩვენ ვერ გავიგებდით დღეს იმას, რაც გავიგეთ.

 

გავიგეთ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, მის ხალხს, მის მთავრობას აკრიტიკებს ყოფილა დაკვეთილი და ამაში ფული ყოფილა გადახდილი. ასევე გავიგეთ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი ფულია გადახდილი, რომ თურმე სოციალურ ქსელების, რომელიც ახალი ტიპის მედიაა თანამედროვე დროის და ასევე ტრადიციულ მედიაში სტატიები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და სააკაშვილის სასარგებლოდ არის დაწერილი, ესეც ნაყიდი ყოფილა. რაც ასევე ძალიან შემაწუხებელია და არის დიდი სკანდალი, რომლის მიჩუმათებაც და გაუბრალოებაც დარწმუნებული ვარ, პირველივე წუთებიდან დაიწყება, დადასტურდა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა იხდიდა ფულს და ჯერ მადლობა ღმერთს, რომ ამას ვერ მიაღწია. ფულს იხდიდა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი პირების მიმართ ზეწოლის განხორციელებაში, რომ მათ დაეწესებინათ ჩვენი ხალხისთვის სანქციები და ასევე დიდ ბრიტანეთში, რომ მათაც იგივე გაეკეთებინათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ეს არის მათი სახე, როდესაც ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტმა, რომელიც ახლა „ვივამედში“ ბინადრობს, პრეზიდენტობისასაც და პრეზიდენტობის შემდეგაც, უარი თქვა რა საკუთარ სამშობლოზე, მუშაობდა და მუშაობს ქართველი ხალხისა და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ის ამაში ფულის გადახდასაც არ ერიდება. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მასშტაბის სკანდალი და ჩვენ ველოდებით ახსნა განმარტებებს. ვინაიდან, ეს ყველაფერი უკვე არ არის ერთი კონკრეტული პარტიისა და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, მე და ჩემი კოლეგები. ეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომ მათ მოუწევთ ახსნა-განმარტება ჩაგვაბარონ და გვითხრან, რატომ ებრძვიან საკუთარ სამშობლოს საზღვარგარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner