logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთეს საქართველოს დასანქცირება
- +

19 ივლისი. 2023. 17:41

 

 

„FARA არის იმ კანონის ანალოგი, რომელთან დაკავშირებით 7-8 მარტს აქციები იმართებოდა და იმ კანონის ანალოგი, რომლისთვისაც საქართველოში რუსული კანონის დარქმევის წარმატებული მცდელობა იყო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

ამ კანონის მეშვეობით და საფუძველზე, ჩვენ - ქართული და საერთაშორისო საზოგადოება დღეს ვიგებთ, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის გაპიარების გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ, რომ საქართველო დასანქცირდეს. ანუ, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთეს საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner