logo_geo
eng_logo
პრემიერი: გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით ცდილობს მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი
- +

19 ივლისი. 2023. 18:32

 

"საკვირველი კი არა გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით ცდილობს მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი, რომ მოწამლეს, აწამეს, კლავენ და ა.შ.," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადის დადგენილების პროექტს, სადაც სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზეა საუბარი.

მინდა კითხვა დავსვა საჯაროდ - ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს სააკაშვილის თემით დაინტერესება, რომ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროზე წინასწარ იყო ინფორმირებული. როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, კონტეინერთ შემოიპარა, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, უკრაინაშიც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? არათუ გამოძიება არ დაიწყეს, დღემდე სააკაშვილი იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები მრჩეველია უკრაინის პრეზიდენტის. ასევე კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს: ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ჩართული იყო ამ გამოგზავნის სპეცოპერაციაში, კონტრაბანდული გზით რომ შემოაპარეს და სრული კოლაფსი განიცადეს, რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ, მას შემდეგ რაც უკრაინულ მხარეს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, მათ შორის მძღოლის აღიარება, რომელმაც უშუალოდ განახორციელა „გადაზიდვა“ სააკაშვილის, რომ იგი იღებდა ინსტრუქციას ლორთქიფანიძისგან. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.

გავყვეთ ქრონოლოგიურად: ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი: ეს იყო საქართველო, მაშინ როდესაც რიგი ქვეყნები პირდაპირ რუსეთის პოზიციას იჭერდნენ, არავითარი რეაგირება არ ჰქონიათ, უფრო მეტიც ზოგიერთი ქვეყნებიდან საიდანაც რუსეთის შეტევები და თავდასხმები ხდებოდა, ამ ქვეყნებში დღემდე ჰყავთ ელჩი. ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში. მთავარი ორგანო, რომელმაც დაადგინა ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე, ეს არის სტრასბურგის სასამართლო და არა სააკაშვილის მიერ კორუმპირებული, მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი თუ უკრაინის რადას წევრი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner