logo_geo
eng_logo
პრემიერი: შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც დაინტერესებული იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა
- +

19 ივლისი. 2023. 18:55

 

"შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც დაინტერესებული იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

ჩვენ უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და მათ ანგაჟირებულობა დროებითი მოვლენაა და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner