logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ზელენსკის მრჩევლები ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ
- +

19 ივლისი. 2023. 19:07

 

"ზელენსკის მრჩევლები ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი" - ვციტირებ, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ომის დაწყების შემდეგ ყველა ის ორკესტრირებული, კოორდინირებული შეთანხმებები, რომელიც მათ [უკრაინის მაღალჩინოსნებმა] განახორციელეს ჩვენს წინააღმდეგ, ოპოზიციასთან ერთად, როდესაც ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და არაფერი გამოუვიდათ, ღიად თქვეს, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სიტყვა მეორე ფრონტი მათგან მომდინარეობს, მეგობრებო. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში, ეს მე ხომ არ მოვიგონე?! ზელენსკის მრჩევლები ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი -ვციტირებ, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სიტყვები უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების. ამაზე ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და პატრიოტია ამ ქვეყნის და არაა უცხო ქვეყნის მსახური და აგენტი, როგორ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს ამ ყველაფრის შემდეგ?! უფრო მეტიც, მთელი მსოფლიო გადართულია იმაზე, რომ უკრაინის 20 % უკვე ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტია ზარალი, ათიათასობით ადამიანია დაღუპული და 20 მილიონი უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში. ამ გამოწვევების ფონზე, როდესაც დრო გაქვს, გინდათ არახამია იყოს, გინდათ ნებისმიერი და ერთ-ერთ სიმულანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მტკიცებულებებს, რომელიც მანამდე ისედაც გვქონდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner