"ჩვენი შეთავაზება იყო შემდეგი - რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ადგილზე სამკურნალოდ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა, არც ამის მცდელობა იყო. საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესის მიმართ ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა.
„ეს ჩვენგან იყო ერთგვარი ჟესტი და იმის დადასტურება, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენს მიერ გაცხადებული დაპირებისა თუ ნებისმიერი განცხადებისა თუ სიტყვისა. ჩვენ სიტყვას ვიცავთ, სხვებისაგან განსხვავებით.ჩვენი შეთავაზება იყო შემდეგი - რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ადგილზე სამკურნალოდ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა, არც ამის მცდელობა იყო. საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა.
მანამდე ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. თქვეს, რომ კონფიდენციალური იყო, შემდეგ თავად გაავრცელეს ინფორმაცია. სამარცხვინო ფაქტი მოხდა. მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომლებიც აიღეს პატიმარი სააკაშვილისგან. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. თავადვე მოახდინეს მთლიანად ამ პროცესის დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ. ამიტომ, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, აქ პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა. ამის მიუხედავად ჩვენ თვალი დავხუჭეთ.
ასევე, რამდენიმე დღის წინ გავაკეთე კომენტარი, რომ პოლონეთში ახლა არის პოლიტიკური კამპანია და, როგორც ჩანს, სააკაშვილის ყოფილი მეგობრები აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში და იყენებენ ამ საკითხს შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის რეალობა. ვინაიდან, მათი მხრიდან იყო არაორდინალური ქცევა დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა, ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ვიმეორებ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ [ექიმები]. თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ, რაც უნდათ ის გაუკეთონ“, - განაცხადა პრემიერმა.