"ეს ყველაფერი არის ლუსტრაციის იმის, რაც ძალიან ცუდად ახასიათებს არახამიას და იმ ფლანგს უკრაინის ხელისუფლებაში, რომელიც დაუღალავად იბრძვის, რომ სააკაშვილის რეანიმაცია მოახდინონ საქართველოში და ამისთვის ყველაფერ კადრულობენ," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მათ შორის ფეხქვეშ თელავენ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, საქართველოს სამომავლო ევროპულ ინტერესებს და ა.შ. ცდილობენ, რომ საქართველოს რაც შეიძლება რეპუტაციულად დიდი ზიანი მიაყენონ. ერთადერთი ამას ისახავს მიზნად ბატონი არახამია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.