სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აქედან 4 სამხედროა, 9 კი მშვიდობიანი მოქალაქე.
ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების წევრების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა.
პროცესი სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა.