logo_geo
eng_logo
მესამე პრეზიდენტის ოჯახი თურმე რამდენ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ააგორონ საერთაშორისო მასშტაბით ფეიკ-პიარკამპანია, არამედ ისინი ითხოვენ და ამაში ჩართულნი არიან აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავში
- +

19 ივლისი. 2023. 22:51

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, ლესლი ბირმან ლამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი შეეხო როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები.

მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესზე, რასაც ლესლი ბირმან ლამმა მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრის მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner