„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ანგარიში პირველ ტაიმში უსმანე კამარას გოლით გაიხსნა, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრება 2 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხეს.
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ყაზახეთის დედაქალაქში ერთი კვირის წინ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა, შესაბამისად საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ ეტაპზე „ასტანა“ გადავიდა, „დინამო“ კი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.