logo_geo
eng_logo
ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი დიჯეებს?
- +

20 ივლისი. 2023. 01:55

მიქსინგის პროგრამების განვითარებასთან ერთად საკლუბო სივრცეები ბიუჯეტის შეკვეცას იწყებენ, რაც კლუბური მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს აშინებს. ამის შესახებ BBC წერს.

შეიძლება თუ არა, რომ დიჯეები ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს? როგორც ერთ-ერთი დიჯეი ნურია ამბობს, შეუძლებელია დიჯეი ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლდეს.

28 წლის დიჯეი, რომელიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სცენაზე უკრავს, ამბობს, რომ ამ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანია გამოჩნდა. სხვადასხვა პროგრამა მუსიკის გამიქსვის ვერსიებს სთავაზობს, თუმცა, იმას, რასაც არტისტი თავად აკეთებს, პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს.

„ძალიან რთულია ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს ის კავშირი, რომელიც მსმენელსა და არტისტს შორისაა. რეივერები დაკვრის დროს მიყურებენ და ხედავენ ჩემს ენერგიას, როგორ ვიხარჯები და ვცეკვავ მათთან ერთად. ამ მომენტში ძალიან ინტიმური კავიშირი მყარდება მაყურებელსა და არტისტს შორის, რაც ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება“,- აღნიშნავს ნურია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner