logo_geo
eng_logo
The Guardian: ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს
- +

19 ივლისი. 2023. 22:56

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

აღნიშნულ ქვეყნებში შედის კიევის ყველაზე მტკიცე დიპლომატიური მხარდამჭერები მოსკოვის წინააღმდეგ ომში, მაგრამ მათი თქმით, უკრაინული მარცვლეულის შემოდინებამ დააზარალა ადგილობრივი ფერმერები.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner