logo_geo
eng_logo
ესტონეთის შს მინისტრმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას არამიზანშეწონილი უწოდა
- +

20 ივლისი. 2023. 01:28

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლაური ლიაენემეტსმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად აკრძალვას არამიზანშეწონილი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ესტონეთის შსს-ს ხელმძღვანელის თქმით, „ქვეყნის კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ამ კონტექსტში, როგორც ესტონეთის მოქალაქეებს, ასევე ესტონეთში მყოფი უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებს თანაბრად უნდა მოეპყრონ“.

ამიტომ, ამ ვითარებაში შეუძლებელია და, ალბათ, მიზანშეწონილი არაა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტა“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, 2023 წელს რუსეთის ათასზე მეტ მოქალაქეს აეკრძალა ესტონეთში შესვლა, თუმცა სანქციების მეტი ეფექტისთვის აუცილებელია მათი ერთგვაროვანი გამოყენება ევროკავშირის მასშტაბით.

როგორც ვიცით, ესტონეთმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან ერთიანი დიდი შეზღუდვების დაწესებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ შეზღუდვები იყოს ეფექტური და რაც შეიძლება ერთგვაროვანი ევროკავშირის მასშტაბით“, - დასძინა მან.

ამასთან, მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეების შესვლა ესტონეთში უკვე მკაცრად არის შეზღუდული, რადგან არსებული საკანონმდებლო შეზღუდვები გამორიცხავს რუსების შესვლას ქვეყანაში ტურისტული ან საქმიანი მიზნებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner