logo_geo
eng_logo
CNN: რონ დესანტისმა არ უპასუხა კითხვას, შეწყვეტს თუ არა უკრაინის შეიარაღებას ან ფინანსურ მხარდაჭერას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში
- +

20 ივლისი. 2023. 01:09

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა „რესპუბლიკური პარტიიდან“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, არ მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შეერთებული შტატების პირველრიგოვან ინტერესს წარმოადგენს.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში რონ დესანტისმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „მეორეულ ან მესამეულ ინტერესს“ წარმოადგენს, თუმცა დასძინა, რომ მზად არის, ომის დასრულებაში წვლილი შეიტანოს.

მიზანი უნდა იყოს მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში, მაგრამ ისეთი, რომელიც არ წაახალისებს აგრესიას“, - აღნიშნა დესანტისმა.

ფლორიდის გუბერნატორმა არ უპასუხა კითხვას, შეწყვეტს თუ არა უკრაინის შეიარაღებას ან ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს ისაუბრა აშშ-ის არმიის ფოკუსის ევროპიდან აზიაზე გადატანაზე.

არ ვაპირებ ჩვენი მარაგების შემცირებას და ტაივანში (მათ) არგაგზავნას. მე არ ვაპირებ შევამცირო ჩვენი შესაძლებლობა, ვუპასუხოთ კრიტიკულ სიტუაციას“, - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner