აშშ-მა უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალებს.
კერძოდ, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის NASAMS-ის 4 საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა.