logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისთვის და ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის
- +

19 ივლისი. 2023. 23:34

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი Live“ „ვივამედის“ ექიმებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ, საჯაროდ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ შეურაცხყოფის ატანა უწევთ, თუმცა მრავალგზის დადასტურდა, რომ მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ სამუშაოს.

ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმჯობესია ყოველთვის მედიკოსებმა ისაუბრონ, რადგან ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, მერე გახდება კრიტიკის საგანი. ის [სააკაშვილი] იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისთვის პირველ რიგში ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის და იმისთვის, რომ ისინი მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და ეს უკვე მრავალგზის დადასტურდა. პოლონელ ექიმებსაც სხვათა შორის არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია ჩატარებულ მკურნალობასთან, როგორც ექიმებმა განაცხადეს“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ როდესაც ექიმებისგან იქნება რეკომენდაცია, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner