ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან 12 პრიორიტეტზე საქართველოს პროგრესის შესახებ შესანიშნავი დისკუსია გვქონდა. ევროკომისია მიესალმება საქართველოს ძლიერ ინტერესს მომდევნო კვირებში შემდგომ პროგრესს მიაღწიოს! ამას ერთად განვიხილავთ თბილისში მომდევნო თვეში!“ - აღნიშნა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა.