logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე „ნაცმოძრაობაზე“: მათ საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა დაამკვიდრეს. არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავება არის დღევანდელ „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“ შორის
- +

19 ივლისი. 2023. 23:42

"ეს ხალხი რეალურად არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და თამამად შემიძლია ვთქვათ ისიც, რომ ისინი სარგებლობენ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიით. ამის დასტური საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს იხილა, როდესაც ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია," - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიხსენა, რომელსაც ამ პარტიის წევრები ბოლომდე არ დაესწრნენ.

„რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, ყველას მოეხსენება, საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე ჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამაღელვებელ მომენტში ოპოზიცია არ იყო დარბაზში და მათ ძალიან კარგად დააფიქსირეს და საზოგადოებისთვის ცხადი გახადეს საკუთარი აგდებული დამოკიდებულება ზოგადად სახელმწიფოებრიობის მიმართ და ეს პირველ რიგში მათივე ამომრჩევლის უპატივცემულობა არის.

დამატებით ამ ე.წ. „პოლიტიკოსებზე“ იმის თქმა მინდოდა, რომ მათ საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა დაამკვიდრეს. ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. არსებობს კადრები, როდესაც აიძულებდნენ სკოლაში სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილის სახელი. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ პიროვნების ამგვარი კულტი ბოლშევიკებსაც შეშურდებოდათ. არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავება არის დღევანდელ „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“ შორის. ეს თუნდაც საარჩევნო კლიპშიც არის გამოხატული. ისინი საკუთარ კლიპში ფაქტობრივად ადიდებდნენ ერთ პიროვნებას, ჩვენ მივუძღვენით საარჩევნო კლიპი საქართველოს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner