logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას
- +

20 ივლისი. 2023. 10:42

 

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live“-ს ეთერში დავით არახამიას განცხადებები შეაფასა.

 

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რაც მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ძალებმა, მიუხედავად მილიონდოლარიანი კამპანიისა, განიცადეს სრული სამართლებრივი კრახი; ისინი გავიდნენ სამართლებრივი ფარგლებიდან და დაიწყეს აკრძალული პროპაგანდისტული იარაღებით საქართველოს მოქალაქეების ტერორიზება. არახამიას განცხადებაც ამ ჟანრიდან არის და, ფაქტობრივად, ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია. რას ნიშნავს განცხადება იმის შესახებ, რომ თუკი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება.  ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მინდა, მას შევახსენო, რომ, იმისთვის, რომ ის საქართველოში იყოს პოლიტიკურად აქტიური და თუ მას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური გეგმები, მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა და, პირველ რიგში, ამისთვის მან უნდა ისწავლოს ქართული ენა და პატივი სცეს ქართველ საზოგადოებას. და იქნებ ერთხელ მაინც, როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი  ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას. ასევე, მას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც არის ამჟამად თვითონ და რომლებიც იმყოფებიან უსამართლო ომში, ხოლო უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner