logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამომხატველი
- +

20 ივლისი. 2023. 10:43

 

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ს ეთერში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთი სიტყვაც კი არ არის მასში ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამომხატველი.

 

სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდით უფრო მეტს და, რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულიად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან, მინიმუმ, წუხილის გამოხატვის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, და აქ საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს მხოლოდ და მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გადატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

იუსტიციის მინისტრმა პოლონელ ექიმებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სრულიად არაეთიკური ქცევის გამო მათთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება, თუმცა, პატიმარ სააკაშვილის ოჯახს  მათთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner