logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი დავით არახამიას განცხადებაზე: ერთადერთი, რასაც უკრაინა ვერ „გვპატიობს“ არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი
- +

20 ივლისი. 2023. 11:53

 

 

დავით არახამია იგივე David Braun (დევიდ ბრაუნი) უკრაინის ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. მათი რიტორიკა, უმადურობის კლასიკური მაგალითია“ , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, საქართველომ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, თუმცა, უკრაინის ხელისუფლება მაინც ვერ პატიობს საქართველოს იმ ფაქტს, რომ ქვეყანამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე.

 

დავით არახამია იგივე David Braun (დევიდ ბრაუნი) უკრაინის ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. მათი რიტორიკა, უმადურობის კლასიკური მაგალითია. საქართველომ, ამ პატარა სახელმწიფომ, ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ერთადერთი რასაც უკრაინა ვერ „გვპატიობს“ არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი და არ დაუშვა საქართველოს „ბახმუტიზაცია“. ვერ ეღირსებით, ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს და შეინარჩუნებს მშვიდობას და თქვენს(დიდი ბიძიების) სისხლიან თამაშში არ გამოგყვებათ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner