ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, „თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა“.
როგორც ანალიტიკოსი წერს, ნაცრეჟიმის ყოფილი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას ფავორიტია DJ David Brown-არახამია, რომელიც მოქოქეს საქართველოზე შეტევებისთვის.
„სასოწარკვეთილი რევანშისტები საკადრო შიმშილს რომ განიცდიან, არაა ახალი ამბავი. ნაცრეჟიმის ყოფილი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას ფავორიტია DJ David Brown-არახამია, რომელიც მოქოქეს საქართველოზე შეტევებისთვის.
თურმე უკრაინის მოქალაქის, დეპუტატ არახამიას გადასაწყვეტი ყოფილა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. აი, სწორედ ესეცააა ლუზერი მანქურთი "ნაცების" მოუშორებელი დამღა - უსამშობლოთა მეშვეობით ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვების ტრაგიკომიკური, არაფრისმომცემი მცდელობა“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.