logo_geo
eng_logo
ფინანსური კრიზისი „მთავარ არხში“ - ტელეკომპანია “POSTV-ის“ ინფორმაციით, თანამშრომლებს სრულად ჯერ აპრილის თვის ხელფასიც არ აუღიათ
- +

20 ივლისი. 2023. 12:45

 

 

ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 19 ივლისს “მთავარ არხში” გამართულ თათბირზე, გიორგი გაბუნიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ 20 ივლისს დაიფარება აპრილის დავალიანების 25%, ხოლო მიმდინარე თვის ბოლოს - ივლისის  ხელფასის სრული ოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისისა და ივნისის სახელფასო დავალიანებებს ტელეკომპანია ეტაპობრივად გაისტუმრებს.

 

ტელეკომპანია “მთავარი არხის ” მენეჯმენტი დაპირებას იძლევა, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში, მენეჯმენტის პირადი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად უწევთ მუშაობა,  ამ კვირის ბოლოს ჩაურიცხავენ დაგვიანებული ხელფასების 25%-ს, ხოლო თვის ბოლოს 50% ან 100%-ს, თუმცა, როგორც “POSTV-ის“ განუცხადეს, რეპორტიორებს  ხელფასების სრულად აღებასთან დაკავშირებით არხის მენეჯმენტის მიერ  გაცემული პირობის არ სჯერათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner