logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: ბოლო მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და უცხოეთიდან მიღებული სახსრების გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსებობა
- +

20 ივლისი. 2023. 12:46

 

 

ამერიკული FARA-მეშვეობით ჩვენ გავიგეთ, უფრო სწორად დავადასტურეთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ვიცოდით. ვიცოდით ის, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი იყო გადახდილი იმ „ფეიკ-კამპანიის“ საწარმოებლად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, FARA-ს კანონით სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტების შესახებ გასაჯაროებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

 

ბოლო მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და უცხოეთიდან მიღებული სახსრების გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსებობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ შეიძლება, გაიშიფროს ამა თუ იმ რადიკალური, თუ ექსტრემისტული ძალების რეალური და ფარული ზრახვები.

 

ამერიკული FARA-მეშვეობით ჩვენ გავიგეთ, უფრო სწორად დავადასტურეთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ვიცოდით. ვიცოდით ის, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი იყო გადახდილი იმ „ფეიკ-კამპანიის“ საწარმოებლად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ეს ლობისტური საქმიანობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ სულ მცირე, საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულიყო, ხოლო უფრო დიდი გათვლა მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაეწესებინათ სანქციები და საბოლოო ჯამში საქართველო ჩართულიყო მეორე ომში. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner