logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

20 ივლისი. 2023. 14:07

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩ პეტრ მიკისკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ წარმატებულ მაღალი დონის ვიზიტებზე.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ამ კუთხით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს მოლოდინებზე. პეტრ მიკისკამ აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

 

შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, წარმატება უსურვა მის შემდგომ გეგმებში და ახალ ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner