logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია
- +

20 ივლისი. 2023. 14:44

 

 

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის წლიური მოხსენებისას, საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზიდან ოპოზიცია გაიპარა და ეს ყველამ ნათლად დაინახა.

 

„ოპოზიცია არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. ისინი სარგებლობენ მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით, ამის დასტური არის, თუნდაც, ის, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს საზოგადოებამ იხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია და შემდგომ, რაც განსაკუთრებით საგულისხმო და ხაზგასასმელია, მაშინ, როდესაც იხურებოდა საგაზაფხულო სესია – ეს იყო ბოლო სხდომა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ აქ ჟღერდება საქართველოს ჰიმნი და, მათ შორის, ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამაღელვებელ მომენტშიც ოპოზიცია არ იყო დარბაზში და მათ ძალიან კარგად დააფიქსირეს და საზოგადოებისთვის ცხადი გახადეს თავისი აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის მიმართ; და, ასევე, ეს, პირველ რიგში, არის მათივე ამომრჩევლის უპატივცემულობა“ , - აღნიშნა რატი ბრეგაძემ „იმედი Live“-ს ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner